ფეხბურთი

20:18 | 16.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" "ატლეტიკო" დაამარცხა, გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა (+VIDEO)

ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსიამ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და ძალიან იოლად, 3:0 დაამარცხა.

პირველივე ტაიმში უგო დურომ დუბლი შეასრულა, რითაც რუბენ ბარახას გუნდს გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა. მეორე ნახევარში საბოლოო ანგარიში 54-ე წუთზე ხავი გერამ დააფიქსირა.

გიორგი მამარდაშვილი პირველ ტაიმში უსაქმოდ იყო, მაგრამ მეორე ნახევარში გამარჯვებაში დიდი წვლილი მანაც შეიტანა. ქართველმა მეკარემ სამი რთული დარტყმა მოიგერია, განსაკუთრებით, ალვარო მორატასა და ანხელ კორეას წინააღმდეგ. 56-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, საჯარიმოს გარეთ ხელით უნებლიე, მაგრამ მოქმედებისთვის. მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეორედ შეინახა და 5 მატჩში 4 გოლი აქვს გაშვებული.

„ვალენსიას“ 9 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 სექტემბერს, „ალმერიას“ ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ „ვალენსიამ“ „ატლეტიკოს“ 9-წლიანი პაუზის შემდეგ აჯობა და მადრიდულ გუნდთან 17-მატჩანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122918