ჩოგბურთი

13:02 | 9.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მედვედევმა ალკარასი დაამარცხა და US Open-ის ფინალშია

US Open-ის ფინალში დანილ მედვედევი ითამაშებს, რომელმაც ფავორიტად მიჩნეული კარლოს ალკარასი ნახევარფინალში დაამარცხა.

მედვედევმა მეტოქეს 3 საათსა და 22 წუთში, 4-სეტიან ბრძოლაში აჯობა - 7:6, 6:1, 3:6, 6:3.

შეხვედრა დაძაბული იყო, თუმცა, რუსი კორტზე უფრო კარგად მოქმედებდა და გამარჯვებაც მოიპოვა, რის შედეგადაც ამერიკის ღია პირველობის ფინალისტი გახდა.

US Open-ის ფინალში მედვედევი 10 სექტემბერს ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113101