ფეხბურთი

12:53 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ხეტაფემ“ მეისონ გრინვუდი წარადგინა

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, მეისონ გრინვუდი, ესპანური „ხეტაფეს" ფეხბურთელი გახდა.

კლუბმა ახალი მოთამაშე სოციალური ქსელის მეშვეობით წარადგინა. მეისონი „ხეტაფეში" იჯარით 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

21 წლის გრინვუდი „მანჩესტერის“ აკადემიის აღზრდილია. მისი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ივნისამდეა ძალაში. მანამდე „იუნაიტედმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც თავდამსხმელთან განშორების გეგმის შესახებ განაცხადა. „წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას გრინვუდიც დაეთანხმა. ამ სეზონში თავდამსხმელს „იუნაიტედში“ არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ გრინვუდი ინგლისურ კლუბში 18 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ თამაშობდა, ის გაუპატიურებასა და თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111993