ფეხბურთი

10:07 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესის მატჩის შემდეგ ბოთლი ესროლეს

ერთ-ერთმა ქომაგმა „ლოს ანჯელესთან“ MLS-ის გასვლითი მატჩის შემდეგ, მაიამის „ინტერის“ არგენტინელ თავდამსხმელს, ლიონელ მესის, ტრიბუნიდან ბოთლი ესროლა - წერს Daily Mail.

წყაროს ცნობით, არგენტინელი მოედანს დაცვის თანხლებით ტოვებდა, ამ დროს ტრიბუნიდან არგენტინელს წყლის ბოთლი ესროლეს. ბოთლი მესის არ მოხვედრია, თავად ფეხბურთელი კი ამ დროს ძირს დაიხარა.

ამ შეხვედრაში მესიმ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მესი მაიამის „ინტერში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას გადავიდა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2025 წლამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11568