ფეხბურთი

20:49 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ სიგუას სადებიუტო გოლით "ბაზელი" ციურიხთან" წაგებას გადაურჩა (+VIDEO)

შვეიცარიის სუპერლიგაში გაბრიელ სიგუამ სადებიუტო გოლი გაიტანა. მეექვსე ტურში „ბაზელი“ „ციურიხთან“ მარცხისგან სწორედ 18 წლის ქართველმა იხსნა.

გაბრიელი თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც „ბაზელი“ უიმედოდ, 0:2-ს აგებდა. თუმცა, მასპინძლებმა ქულა მაინც მოიპოვეს. სიგუამ თავი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე გამოიჩინა, როდესაც ახლო მანძილიდან გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.

სიგუას „ბაზელში“ 3 მატჩი აქვს ჩატარებული და უკვე გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა (თასზე).

„ბაზელს“ 5 მატჩში 4 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 24 სექტემბერს, სტუმრად „ივერდონს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11109