ფეხბურთი

14:05 | 31.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ მაიამის „ინტერში“ პირველად ვერ გამოირჩა

მაიამის „ინტერში“ გადასვლის შემდეგ, არგენტინელმა დიდვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, პირველად ვერ შეასრულა ვერც ერთი სასარგებლო ქმედება (გოლი, საგოლე პასი) აშშ-ის კლუბის ოფიციალურ მატჩში.

მესი MLS-ის „ნეშვილთან“ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა. შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდა. არგენტინელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

მაიამის „ინტერი“ 22 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 27-ე ადგილზეა. ნეშვილი, თავის მხრივ, 39 ქულით მეცხრეზე. სატურნირო ცხრილს კი 54-ქულიანი „ცინცინატი“ ლიდერობს.

შემდეგ ტურში მაიამის „ინტერი“ „ლოს ანჯელესს“ შეხვდება. მატჩი 4 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით დილის 6:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112692