ფეხბურთი

23:36 | 27.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" პირველი მარცხი სეზონში

„ვალენსია“ ლა ლიგაში ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ პირველად დამარცხდა. რუბენ ბარახას გუნდმა „მესტალიაზე“ „ოსასუნასთან“ წააგო, რომელმაც კარში ორჯერ დაარტყა და ორჯერვე გოლი გაიტანა.

ანგარიში 24-ე წუთზე სტუმრებმა პენალტით გახსნეს, რომელიც აიმარ ოროსმა გაიტანა გიორგი მამარდაშვილის კარში. მე-80 წუთზე „ღამურებმა“ წონასწორობა უგო დუროს გოლით აღადგინეს, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე ნაჩო ვიდალმა „ოსასუნას“ მოაგებინა.

„ვალენსია“ 6 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 სექტემბერს, „ალავესს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113506