ფეხბურთი

11:52 | 24.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ კითხვას უპასუხა

მაიამის „ინტერის“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, საფეხბურთო კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ შეკითხვას უპასუხა.

„მართალი გითხრათ, ჯერ კიდევ არ ვფიქრობ კარიერის დასრულებაზე. მიყვარს თამაში, მიყვარს ბურთთან შეხება, მოედანზე ყოფნა, შეჯიბრი და ვარჯიში. არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვითამაშებ, მაგრამ ვეცდები რაც შეიძლება დიდხანს ვიყო მოედანზე. არის დრო ფიქრისთვის, ანალიზისთვის და არჩევისთვის. დღეს ყველაზე მთავარია ისიამოვნო იმით, რაც დაგვრჩა.“- ციტირებს მესის სიტყვებს TyC Sports.

მესი მაიამის „ინტერში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2025 წლამდეა გათვლილი. მანამდე არგენტინელი თავდამსხმელი პსჟ-სა და „ბარსელონაში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101502