ფეხბურთი

12:04 | 19.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნიკოლო ძანიოლო ინგლისის პრემიერლიგაში ითამაშებს

იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო „ასტონ ვილაში“ გადავიდა. ბირმინგემელებმა ის სტამბოლის „გალათასარაიდან“ დაიმატეს.

ძანიოლო ინგლისელებს იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა, რაც „ასტონ ვილას“ 27 მილიონი ევრო დაუჯდება.

„ძანიოლო“ გალათასარაიში“ მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა და 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ვირტუს ენტელაში“ და „რომაში“ თამაშობდა, ხოლო იტალიის ნაკრებში კი 13 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060834