ფეხბურთი

1:40 | 19.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" ზედიზედ მეორე გამარჯვება ლა ლიგაში
გიორგი მამარდაშვილმა გოლი არ გაუშვა

სეზონის წინ ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ ფაქტია: „ვალენსიას“ ლა ლიგის ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს!

„ღამურებმა“ საკუთარ მოედანზე „ლას პალმასი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხეს, 74-ე წუთზე პეპელუს მიერ გატანილი პენალტით. უნდა ითქვას, რომ რუბენ ბარახას გუნდს მეტოქემ პრობლემები ვერ შეუქმნა, გიორგი მამარდაშვილმა ერთადერთი ბურთი მოიგერია, მატჩის მიწურულს, 94-ე წუთზე, ისიც შორი მანძილიდან სუსტი დარტყმა.

გიორგიმ მიმდინარე სეზონში კარი მშრლად პირველად შეინახა და ორ მატჩში ერთი გოლი აქვს გაშვებული.

„ვალენსია“ 6 ქულით ლა ლიგას ამ დროისთვის ლიდერობს, ხოლო მეორე ტურში 27 აგვისტოს, „მესტალიაზე“ „ოსასუნას“ დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128276