17:52 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესი, ჰოლანდი და დე ბრუინი უეფა-ს წლის საუკეთესო მოთამაშის ნომინანტა სამეულში მოხვდნენ

უეფამ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2022/2023 წლების სეზონის წლის საუკეთესო მოთამაშის ნომინანტების სია გამოაქვეყნა.

ყველაზე მეტი ხმით ნომინირებული სამეული ასეთია: ლიონელ მესი (ფორვარდი, პსჟ, ამჟამად თამაშობს მაიამის ინტერში), ერლინგ ჰოლანდი (ფორვარდი, მანჩესტერ სიტი) და კევინ დე ბრუინი (ნახევარმცველი, მანჩესტერ სიტი).

თავიდან მოთამაშეთა მოკლე სია შეადგინეს. შემდეგ კენჭისყრით საუკეთესო სამეული გამოვლინდა. კენჭისყრაში მთავარი მწვრთნელები და სპეციალურად შერჩეული ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. მწვრთნელებს საკუთარი გუნდის ფეხბურთელებისთვის ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ.

გამარჯვებული 31 აგვისტოს, 2023/2024 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის ცერემონიაზე გამოვლინდება.

0.110244