ფეხბურთი

1:45 | 14.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" სეზონი უგოლოდ დაიწყო

„ბარსელონამ“ ლა ლიგის ახალი სეზონი წარუმატებლად დაიწყო. მოქმედმა ჩემპიონმა მადრიდში „ხეტაფეს“ ვერაფერი დააკლო და ნულოვან ფრეს დასჯერდა.

ჩავის გუნდი ფლობდა ბურთს და უპირატესობას, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა, „ხეტაფემ“ კარგად აუღო ალღო ერთფეროვან შეტევებს და ქულაც დამსახურებულად მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს გაუძევეს ფეხბურთელი - ჯერ სტუმრებს, მერე მასპინძლებს.

„ბარსელონა“ ლა ლიგის მეორე ტურში 20 აგვისტოს, შინ „კადისს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111787