ფეხბურთი

11:03 | 12.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული გამოცემა: მიქაუტაძეს "მეცის" გადასარჩენად გასული სეზონის გამეორება დასჭირდება

ფრანგულმა გამოცემა cnews-მა ლიგა 1-ის ახალი სეზონის წინ ექვსი ფეხბურთელი გამოარჩია, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის შედარებით უცნობები არიან, მაგრამ მათგან სიურპრიზებია მოსალოდნელი.

წყაროს აზრით, ლიგა 1-ში ასეთი პირველი გიორგი მიქაუტაძეა, რომელსაც გულშემატკივრები უნდა დააკვირდნენ.

„იმისთვის, რომ „მეცმა“ ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება შეძლოს, გიორგი მიქაუტაძეს მოუწევს შარშან ლიგა 2-ში ნაჩვენები სეზონის გამეორება. 23 გოლით და 8 საგოლე პასით 22 წლის ქართველი ლოგიკურად დასახელდა ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. ბავშვობაში თანაგუნდელებსა და მეტოქეებთან შედარებით სიმაღლეში გაცილებით პატარა იყო და ამის კომპენსირება ტექნიკური ხარისხით უწევდა. ბურთით მისმა მოქმედებამ კი ევროპული კლუბები დააინტერესა. „ბარნლი“, „ლაციო“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ ინტერესდებოდნენ ფეხბურთელით, მაგრამ როგორც ჩანს, „მეცს“ მტკიცედ გადაწყვეტილი აქვს მისი შენარჩუნება“, - წერს გამოცემა.

მიქაუტაძის გარდა, ხსენებულმა ვებგვერდმა კიდევ 5 ფეხბურთელი გამოარჩია, რომლებსაც ლიგა 1-ის ახალ სეზონში თვალი უნდა ვადევნოთ: ბრედლი ბარკოლა (ლიონი), ჰაკონ არნარ ჰარალდსონი (ლილი), დესირ დუე (რენი), ემანუელ ემეგა (სტრასბური).

შეგახსენებთ, რომ „მეცი“ ლიგა 1-ის პირველ ტურში 13 აგვისტოს, სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06025