ფეხბურთი

10:28 | 12.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია მამარდაშვილზე: "პირველ ტაიმში ხიფათი ადვილად განმუხტა, გოლზე მეტი შეეძლო"

„ვალენსიამ“ ლა ლიგის ახალი სეზონი მოულოდნელი გამარჯვებით დაიწყო და სტუმრად „სევილიას“ 2:1 აჯობა.

გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად ვერ შეინახა, გოლში ბოლომდე მისი დადანაშაულება რთულია, მაგრამ ალბათ, უფრო დამაჯერებლად მოქმედებაც შეიძლებოდა. ესპანურმა მედიამაც სწორედ ამაზე დაწერა, თუმცა, მთლიანობაში მისი თამაში მაღალი ქულით შეაფასეს.

Eldesmarque: „პირველ ტაიმში ადვილად გაანეიტრალა საშიშროება, რომელიც მის კართან დადგა, განსაკუთრებით ენ-ნესირისთან პირისპირ. გოლის მომენტში ალბათ, კარიდან უნდა გამოსულიყო. მეორე ტაიმში შესანიშნავი სეივი შეასრულა, მაგრამ ცოტა ხანში მეტოქეს აბსურდული კუთხური აჩუქა“.

AS: „თამაშის გარკვეულ მომენტებში არ იყო თავდაჯერებული და მეტის გაკეთება შეეძლო ენ-ნესირის გოლის დროს. თავისი გუნდი 99-ე წუთზე სუსოს დარტყმის შემდეგ შესანიშნავი სეივით გადაარჩინა“.

გიორგის თამაშით Eldesmarque-მ 7 ქულით შეაფასა, ისევე, როგორც Superdeporte-მ, თუმცა ეს გამოცემა მხოლოდ ქულის დაწერით შემოიფარგლა.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის მეორე ტურში 18 აგვისტოს, „ლას პალმასს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109846