ფეხბურთი

16:58 | 3.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სოსიედადმა" ანდრე სილვა დაიმატა

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი ანდრე სილვა „სოსიედადში“ გადავიდა. ესპანურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

27 წლის პორტუგალიელი ფორვარდი ბასკების რიგებში დამდეგ სეზონს იჯარით გაატარებს.

ანდრე სილვა „ლაიფციგში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 95 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა. მანამდე ის „პორტუს“, „მილანის“, „სევილიასა“ და „აინტრახტის“ ღირსებას იცავდა, პორტუგალიის ნაკრებში კი 53 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059206