ფეხბურთი

11:03 | 31.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

მეორე მატჩი და ისევ გოლი: "ალ-იტიჰადს" ბენზემამ მოაგებინა (+VIDEO)

კარიმ ბენზემას არაბული კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო: 2 მატჩი, 2 გოლი და 1 საგოლე პასი.

არაბული კლუბების ჩემპიონატზე, სადაც 16 გუნდი ოთხ ქვეჯგუფშია განაწილებული „ალ-იტიჰადმა“ „სფაქსიენი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი 63-ე წუთზე ფრანგმა ფეხბურთელმა გაიტანა.

პირველ ტურში საუდელებმა ტუნისური „ესპერანსი“ ბენზემას გოლით და საგოლე პასით დაამარცხეს, შესაბამისად, 6 ქულით ჯგუფიდან უკვე გავიდნენ და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112948