ფეხბურთი

11:23 | 22.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი "მარსელში" ითამაშებს

პიერ-ემერიკ ობამეიანგი საფრანგეშთი დაბრუნდა და კარიერას მარსელის "ოლიმპიკში" გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. გაბონელი ფეხბურთელი ზღვისპირელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

პიერს საუდის არაბეთშიც იწვევდნენ, სადაც გაცილებით დიდ ხელფასს სთავაზობდნენ, მაგრამ მან საფრანგეთში დაბრუნება ამჯობინა და „მარსელში“ ითამაშებს.

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „ჩელსიში“ გასულ სეზონში 21 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე ის „სენტ-ეტიენში“, „დორტმუნდში“, „არსენალსა“ და „ბარსელონაში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120423