ფეხბურთი

20:25 | 18.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი საფრანგეთში ბრუნდება

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ახლოსაა საფრანგეთში დაბრუნდებასთან.

გაბონელი თავდამსხმელი მარსელის „ოლიმპიკს“ შეუთანხმდა, რომელთანაც კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

პიერს საუდის არაბეთშიც იწვევდნენ, სადაც გაცილებით დიდ ხელფასს სთავაზობდნენ, მაგრამ მან საფრანგეთში დაბრუნება ამჯობინა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, „მარსელში“ ითამაშებს.

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „ჩელსიში“ გასულ სეზონში 21 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე ის „სენტ-ეტიენში“, „დორტმუნდში“, „არსენალსა“ და „ბარსელონაში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121758