ჩოგბურთი

22:35 | 16.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ალკარასი: "ეს ჩემთვის ახდენილი ოცნებაა, საკუთარი თავით ვამაყობ"

კარლოს ალკარასმა უიმბლდონზე გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც 20 წლის ესპანელმა განაცხადა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ ასაკში მოახერხებდა მსგავს დონეზე ასვლას.

„ეს ჩემთვის ახდენილი ოცნებაა. ადრე ვთქვი, რომ მოგება ძალიან კარგია, მაგრამ წაგების შემთხვევაშიც ვიამაყებდი საკუთარი თავით. ამ საოცარ ტურნირზე ისტორიის დაწერა, სპორტის ლეგენდის წინააღმდეგ ფინალის თამაში ახდენილი ოცნებაა. ამ ეტაპზე თამაში დაუჯერებელი იყო, საოცარია 20 წლის ბიჭისთვის, არ ველოდი, რომ ამ სიტუაციაში ასე ძალიან სწრაფად მოვხვდებოდი.

ნამდვილად ვამაყობ საკუთარი თავით, ჩემი გუნდით და იმ შრომით, რომელსაც ყოველდღიურად ვატარებთ. პირველი სეტის შემდეგ ვფიქრობდი: კარლოს მოუმატე, ყველა იმედგაცრუებული დარჩება. უნდა მივულოცო ნოვაკსაც, გასაოცარი იყო მის წინააღმდეგ თამაში, ის ჩემთვის შთაგონების წყაროა. ჩოგბურთის თამაში მისი ყურებით დავიწყე, მე რომ დავიბადე, ის უკვე იგებდა ტურნირებს. 36 წლის ასაკში ისევ აქ არის, ეს გასაოცარია“, - თქვა ალკარასმა.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ალკარასმა კარიერაში პირველად მოიგო უიმბლდონი, დიდი სლემის ტურნირი კი მეორედ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111246