ფეხბურთი

18:24 | 16.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატა იტალიაში დაბრუნებასთან ახლოსაა

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ალვარო მორატა შეიძლება „რომაში“ გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ჟოზე მოურინიო თანახმაა ესპანელი ფორვარდის დამატებაზე, თავის მხრივ, იტალიაში დაბრუნება ალვაროსაც სურს და რომაელთა შეთავაზება მიიღო. ახლა კლუბები ტრანსფერზე უნდა მორიგდნენ, რომლის დეტალები უცნობია. აღსანიშნავია, რომ მორატას მეუღლე იტალიელია.

ესპანელმა ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი მადრიდის „ატლეტიკოსთან“, თუმცა „როხიბლანკოდან“ მისი წასვლა მაინც რეალურია. „ჯალოროსი“ კი ტამი აბრაჰამის შემცვლელს ეძებს, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო მომდევნო სეზონი პრაქტიკულად მთლიანად გაუცდება.

აღსანიშნავია, რომ ალვარო მორატას „რომას“ გარდა, „ინტერს“, „მილანსა“ და „იუვენტუსსაც“ უკავშირებენ. ტურინულ გრანდში მას 2014-2016 და 2020-2022 წლებში აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111474