ფეხბურთი

23:21 | 15.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაიამის „ინტერმა“ მესის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა

„იმტერ მაიამიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა ლიონელ მესის ტრანსფერის შესახებ.

კლუბმა ტვიტერზე არგენტინელის ვიდეო და ფოტო გამოაქვეყნა. ვიდეოში ლეომ თქვა: „ბიჭებო, მაიამიში შევხვდებით".

ზაფხულის დასაწყისში მესიმ გამოაცხადა, რომ MLS-ის კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით (უფასოდ) გადავიდოდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 36 წლის ფეხბურთელი მაიამის „ინტერში" წელიწადში 60 მილიონ დოლარს მიიღებს. მისი დებიუტი ახალი კლუბის შემადგენლობაში,შესაძლოა, 21 ივლისს - მექსიკურ „კრუს ასულთან“ მატჩში შედგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106887