ფეხბურთი

12:53 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ESPN-მა ლიონელ მესი 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

ESPN-მა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა ყოველწლიური ESPY ჯილდოს გამარჯვებულები. მაიამის „ინტერის“ თავდამსხმელი, ლიონელ მესი, 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მესიმ ასევე მიიღო ჯილდო ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შესრულებისთვის, სადაც ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ხოლო არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა.

36 წლის მესიმ ზაფხულის დასაწყისში მაიამის „ინტერში“ გადასვლის შესახებ განაცხადა. არგენტინელმა ფრანგული პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

გასულ სეზონში მესიმ პსჟ-ის მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 21 ბურთი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111687