ფეხბურთი

19:38 | 9.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ობლაკი „ბაიერნში“?

მადრიდის „ატლეტიკოს“ სლოვენიელი მეკარე, იან ობლაკი, შესაძლოა, მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდეს - წერსა Mundo Deportivo.

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დავიდ დე ხეას წასვლამ, მის ნაცვლად „ინტერის“ მეკარის, ანდრე ონანას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დააჩქარა. თავის მხრივ, „ნერაძური“, „ბაიერნის“ მეკარე იან ზომერს დაუკავშიედა. ამრიგად, მიუნხენურ კლუბს ახალი მეკარე დასჭირდება და ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი იან ობლაკია.

თუმცა, ძალიან რთული იქნება „ატლეტიკოს“ 30 წლის მეკარის გადაბირება, რადგან მადრიდულ კლუბს არ სურს ლიდერის გაშვება და „ბაიერნს" სავარაუდოდ მის ტრანსფერში 120 მილიონი ევროს გადახდას მოსთხოვს.

ამან, შესაძლოა, მიუნხენური კლუბი აიძულოს სხვა ვარიანტები განიხილოს, რომელთაგან ერთ-ერთი „ვალენსიის" ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილია.

ობლაკი მადრიდის „ატლეტიკოში“ 2014 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110321