ფეხბურთი

20:14 | 5.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" თურქი მცველი დაიმატა

მადრიდის „ატლეტიკომ“ თურქეთის ნაკრების მცველი ჩაღლარ სოიონჯუ დაიმატა. ესპანელებმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.

თურქმა „როხიბლანკოსთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სოიონჯუ ბოლო 5 სეზონი ინგლისურ „ლესტერში“ თამაშობდა, სადაც 132 მატჩში 4 გოლი გაიტანა. თუმცა, „მელიები“ პრემიერლიგიდან გავარდნენ და თურქსაც კლუბის დატოვება მოუწია.

მანამდე ის სამშობლოში „ალტონორდუს“ რიგებში გამოდიოდა, ხოლო სახელი გერმანიაში. „ფრაიბურგის“ შემადგენლობაში გაითქვა, სადაც 2016-2018 წლებში 55 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

მადრიდელებმა ასევე დღეს დაადასტურეს ხავი გალანის ტრანსფერი, რომელიც ბოლო ორი სეზონი ვიგოს „სელტაში“ თამაშობდა. ესპანელი მარცხენა მცველი კარიერის განმავლობაში „ბადახოსის“, „კორდობას“ და „უესკას“ წევრიც იყო. ის ატლეტიკოში“ 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115702