ძიუდო

14:58 | 2.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაური: "ჩემპიონობა და ქართული ჰიმნის აჟღერება ცხოვრებაში ყველაფრად ღირს" (+VIDEO)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ნაკრები გუნდური ევროპის ჩემპიონია.

ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანიას იოლად, 4:1 აჯობეს. თასვიანთი ბრძოლები გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლაშა ბექაურმა მოიგეს.

ჩემპიონობის შემდეგ კი ლაშა ბექაურმა გამარჯვების ემოციებზე ისაუბრა და აშნიშნა, რომ ეს გრძნობა ყველაფრად ღირდა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის შერეულმა გუნდმა ფინალამდე მერვედფინალში ხორვატიის ნაკრები, მეოთხედფინალში თურქეთი, და ნახევარფინალში იტალია დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116719