ფეხბურთი

20:59 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ბენიტესი ესპანეთში დაბრუნდა და ლა ლიგის კლუბი ჩააბარეს

რაფაელ ბენიტესი სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნდა და მომდევნო სეზონში ვიგოს „სელტას“ გაწვრთნის. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

63 წლის სპეციალისტმა გალისიელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიზანი ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

ბენიტესი ბოლოს 2021-2022 წლების სეზონში „ევერტონს“ ავარჯიშებდა, ხოლო სამშობლოში 2015 წელს „რეალში“ მუშაობდა. მას ასევე უმუშავია „ვალიადოლიდში“, „ოსასუნაში“, „ტენერიფეში“, „ექსტრემადურაში“, „ვალენსიაში“, „ლივერპულში“, „ინტერში“, „ჩელსიში“, „ნაპოლიში“, „ნიუკასლსა“ და „დალიანში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114467