ფეხბურთი

16:57 | 22.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია

ესპანეთის ლა ლიგის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია. ლა ლიგა 11 აგვისტოს დაიწყება და პირველ ტურში ორი გამორჩეული მატჩია.

„ბილბაო“ „სან მამესზე“ „რეალს“ უმასპინძლებს, ხოლო გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიას“ ესტუმრება.

„ელ კლასიკო“ მე-11 ტურში შედგება, 29 ოქტომბერს, როდესაც „ბარსელონა“ მასპინძელი იქნება, ხოლო მეორე წრეში გუნდები 21 აპრილს, 32-ე ტურში მადრიდში დაუპირისპირდებიან. აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგა 26 მაისს დასრულდება.

ლა ლიგის I ტური

„ალმერია“ – „რაიო ვალეკანო“

„ბილბაო“ – „რეალი“

„ატლეტიკო“ – „გრანადა“

„სელტა“ – „ოსასუნა“

„სევილია“ – „ვალენსია“

„ლას პალმასი“ – „მალიორკა“

„ხეტაფე“ – „ბარსელონა“

„ვილიარეალი“ – „ბეტისი“

„სოსიედადი“ – „ჟირონა“

„კადისი“ – „ალავესი“

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118525