ფეხბურთი

16:18 | 22.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი ან ზომერი: "ინტერს" ონანას შეცვლის ორი ვარიანტი აქვს

მილანის „ინტერი“ ანდრე ონანას შემცვლელს ეძებს და გიორგი მამარდაშვილი მათ შორისაა. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, „ნერაძური“ არჩევანს ქართველ მეკარესა და იან ზომერს შორის გააკეთებს.

იტალიური გუნდის მეკარე ანდრე ონანა ლონდონის „ჩელსიში“ ტრანსფერთან ახლოსაა, რომლის სანაცვლოდაც „ინტერი“ 50 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს, კამერუნელი მეკარის შეცვლას კი „ემპოლის“ კიპერით, გულიელმო ვიკარიოთი აპირებდა. თუმცა, ბოლო ცნობებით, ვიკარიო „ტოტენჰემს“ შეუთანხმდა და ინგლისში გადასვლასთან ახლოსაა. შესაბამისად, ახლა მილანელებს სხვა გზის ძებნა მოუწევთ.

ცნობილი გამოცემა კი წერს, რომ ორი ვარიანტია: მამარდაშვილი ან ზომერი. შვეიცარიელის შემთხვევაში საუბარია იჯარაზე, რაც „ინტერს“ უფრო იაფი დაუჯდება და თან გამოცდილ კიპერსაც დაიმატებს, მაგრამ მეორე მხრივ არის მამარდაშვილი, ახალგაზრდა მეკარე დიდი პერსპექტივით - წერს გამოცემა.

წყაროს თანახმად, „ვალენსია“ გიორგის დაახლოებით 25 მილიონ ევროდ შეელევა, რაც „ინტერისთვს“ მისაღები ფასია, რადგან როგორც ვთქვით, ონანას „ჩელსიში“ 50 მილიონზე მეტად ყიდის. ჯერჯერობით, არც კამერუნელის დარჩენაა გამორიცხული. ფაქტია, რომ გიორგის „ინტერს“ ყველაზე მეტად უკავშირებენ.

ასევე საუბრობენ „ჩელსისა“ და „ტოტენჰემზე“, მაგრამ ორივეგან უფრო ონანას და ვიკარიოს ტრანსფერს ვარაუდობენ. ისე კი, ჩანს, რომ ერთგვარი სამკუთხედი გამოიკვეთა: მამარდაშვილი, ონანა, ვიკარიოს და „ინტერი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემს“ შორის - სამივე მეკარის ტრანსფერი ერთმანეთს ირიბად უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და ესპანურ კლუბთან შარშან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108763