ფეხბურთი

18:11 | 7.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ლიონელ მესი „ინტერ მაიამის“ უახლოვდება. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა „პარი სენ ჟერმენი“ დატოვა და თავისუფალი აგენტია, შესაბამისად, ახალ გუნდს ეძებს.

აქამდე მას „ალ-იტიჰადს“ და „ბარსელონას“ უკავშირებდნენ, მაგრამ არგენტინული მედია წერს, რომ ბოლო პერიოდში „ინტერ მაიამი“ დაწინაურდა, რომლის მფლობელი დევიდ ბექჰემია. ასე რომ, დიდი შანსია, მესი MLS-ში გადავიდეს.

ლიონელი ჯერჯერობით, „ბარსელონას“ ისევ ელოდება, მაგრამ თუ უახლოეს პერიოდში ესპანელთაგან ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, მაშინ ის ამერიკულ ვარიანტს აირჩევს. ფაბრიციო რომანო კი, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა სანდოობით, უკვე წერს, რომ მესის "ინტერ მაიამიში" გადასვლა სრულად გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური განცხადებაა დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის პსჟ-სთან კონტრაქტი ამოეწურა და ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120812