ფეხბურთი

10:35 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "მილანში" იმედოვნებენ, რომ 10 მილიონ ევროდ მიქაუტაძეს შეიძენენ

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის „მილანში“ შესაძლო ტრანსფერზე ბოლო დღეებში დაიწერა. ამჯერად გამოცემა calcioline იტყობინება, რომ პაოლო მალდინი ხარისხიან თავდამსხმელს ეძებს, თანაც ხელმისაწვდომ ფასად, ამ კრიტერიუმებს კი 22 წლის ქართველი აკმაყოფილებს.

„გიორგი მიქაუტაძე „მილანს“ ახლახან დაუკავშირეს. „როსონერის“ მენეჯმენტი აკვირდება ფეხბურთელს, რადგან შეტევაში შემადგენლობას განახლება სჭირდება. ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი ცდილობს მოძებნოს ხარისხიანი და შედეგიანი თავდამსხმელები ხელმისაწვდომ ფასად.

22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 2-ის 35 მატჩში 23 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მისი ფასი დაბალია და „მილანი“ 10 მილიონი ევროს შეთავაზებით იმედოვნებს, რომ ტრანსფერის წარმატებით დახურვას მოახერხებს“, - წერს calcioline.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველ ფეხბურთელს აქამდე „ბარნლის“, „უდინეზესა“ და „ჯენოასაც“ უკავშირებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114847