საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეხუთედ მოხვდა. ქართველი შემტევი ამჯერადაც უშუალოდ ლიგა 2-ის ვებგვერდმა გამოარჩია.
მიქაუტაძემ გასულ უიქ-ენდზე „გრენობლთან“ საგოლე პასი მიითვალა და შემდეგ მეტოქე მცველს წითელი ბარათი მიაღებინა. „მეცმა“ კი ეს შეხვედრა 1:0 მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ წინა სამ ტურში მიქაუტაძესთან ერთად ტურის სიმბოლურში ზურიკო დავითაშვილიც ხვდებოდა, მაგრამ ამჯერად „ბორდოს“ ფეხბურთელი საუკეთესო 11-ეულში არ არის.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 34 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. 22 წლის ფეხბურთელი ბომბარდირთა დავას დიდი უპირატესობით ლიდერობს.