ფეხბურთი

1:04 | 14.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ მეორე ადგილზე დაბრუნდა

ესპანური პრიმერას 34-ე ტურის გვიან მატჩში მადრიდის „რეალმა“ შინ „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხა და 71 ქულით ისევ მეორე ადგილზე დაბრუნდა, თუმცა ლიდერ „ბარსელონას“ 11 ქულით ჩამორჩება.

„ბარსელონა“ კვირას კატალონიურ დერბიში „ესპანიოლს“ ესტუმრება და თუ გაიმარჯვა ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებს - უშუალო კონკურენტ „რეალს“ 14 ქულით გაუსწრებს და დარჩენილ ოთხ ტურში მადრიდელები მათ ვერანაირად დაეწევიან.

ედენ აზარი „რეალის" მატჩებში პირველი წუთებიდან 3 იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა. ამჯერად „ხეტაფესთან“ სასტარტოში იყო, თუმცა თავი დიდად არ გამოუჩენია და ნახევარი საათის თავზე ვინისიუსმა შეცვალა.

შეცვალა და ბრაზილიელმა მადრიდელების თამაშიც გამოაცოცხლა, თორემ პირველ ტაიმში სანახავი არაფერი იყო. 76-ე წუთზე ვინიმ გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარეს მიზეზით არ ჩათვალა.

საერთოდ 61-ე წუთზე განხორციელებულმა სამმაგმა ცვლილებამ, მასპინძლები უფრო მოტივირებულები გახადა.

ანგარიში კი საჯარიმოს გარედან დარტყმით მარკო ასენსიომ გახსნა, თუმცა ბურთი „ხეტაფეს“ ერთ-ერთ მცველსაც შეეხო.

„რეალი“ ვერ იყო ისეთი, როგორსაც ვიცნობთ, მაგრამ ალბათ არც გაემტყუნებათ, მომავალ ოთხშაბათს ხომ მათ სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი მატჩი, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრა ელით „მანჩესტერ სიტისთან“ (მადრიდში პირველი თამაში - 1:1 დამთავრდა).

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

34-ე ტური. 13 მაისი

რეალი - ხეტაფე 1:0

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“

1:0 ასენსიო (70)

რეალი: კურტუა, ვასკესი, მილიტაო, ნაჩო, მენდი (კროოსი 46), კამავინგა (ოდრიოსოლა 84), ჩუამენი, სებალიოსი (დიასი 61), ვალვერდე (მოდრიჩი 61), ასენსიო, აზარი (ვინისიუსი 61)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ხეტაფე: სორია, იგლესიასი, დაკონამი, ალდერეტე, მიტროვიჩი, ალვარესი (ამავი 84), პორტუ (ელ ჰადადი 65), მაქსიმოვიჩი, ალენია (სეოანე 74), მატა (ანგილერი 66), მაიორალი (ალგობია 65)

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

მსაჯი: ხუან მუნერა

გაფრთხილება: კამავინგა (41); მატა (28), ალდერეტე (60), იგლესიასი (83), სეოანე (90+3)

სოსიედადი - ჟირონა 2:2

1:0 ოიარსაბალი (5 პენ), 2:0 სილვა (24), 2:1 კოუტო (37), 2:2 სტუანი (45+3)

გაძევება: რომეუ (87) - ჟირონა

ოსასუნა - ალმერია 3:1

1:0 ბუდიმირი (46), 2:0 აბდე (51), 3:0 მოი გომესი (81), 3:1 ლაზარო (90+2)

ვილიარეალი - ბილბაო 5:1

1:0 ბაენა (24), 2:0 ჯეკსონი (37), 2:1 სანსეტი (45+3 პენ), 3:1 ჯეკსონი (50), 4:1 პარედესი (61 საკ. კსრში), 5:1 ბაენა (90+1)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121191