ფეხბურთი

10:58 | 5.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო დი კანიო: "კვარაცხელია ბესტის და რონალდუს კომბინაციაა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჯორჯ ბესტის და კრიშტიანუ რონალდუს ნაზავია.

დი კანიომ განმარტა, რატომ აგონებს ორ ლეგენდარულ ფეხბურთელს 22 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი.

„კვარაცხელია ორი გასაოცარი ფეხბურთელის კომბინაციაა: ერთი დრიბლინგის ხელოვანი ჯორჯ ბესტია, რა თქმა უნდა, უფრო თანამედროვე სტილით. ბესტს ეფექტურად შეეძლო მეტოქეების ჩამოცილება, მიმართულების შეცვლა. ცხადია, კვარა ამას უფრო თანამედროვე გზით აკეთებს, მას ისეთი ძალა აქვს, რაც ჯორჯ ბესტს არ ჰქონდა. მეორე კრიშტიანუ რონალდუა, რადგან ის არ კმაყოფილდება მხოლოდ დრიბლინგით და ერთი, ორი ან სამი ფეხბურთელის მოტყუებით, დრიბლინგებს მიღმაც აქვს ძალა და მონდომება, რომ გოლი გაიტანოს, რასაც ხშირად აკეთებს“, - თქვა დი კანიომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117121