ფეხბურთი

11:53 | 2.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მარტინესი პორტუგალიის ნაკრებში რონალდუს მომავალზე

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

„ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე და პიროვნებაა გასახდელში. მნიშვნელოვან პოზიციაზე თამაშობს, თავდამსხმელია, ვისაც შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს. ის არის უნიკალური გამოცდილების მქონე მოთამაშე. მსოფლიო ფეხბურთში სხვა არავინაა ვისაც ეროვნულ გუნდში 198 მატჩი ჩაუტარებია და ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია.

კრიშტიანუმ დიდი როლი ითამაშა მარტის შესარჩევ მატჩებში. ვეცდებით ეს დამოკიდებულება შვინარჩუნოთ. რონალდუ ძალიან გვჭირდება.“ - ციტირებს მარტინესის სიტყვებს O Jogo.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს პორტუგალიის ნაკრები 17 ივნისს გამართავს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, 20 ივნისს კი ისლანდიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135059