ავტოსპორტი

1:55 | 1.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პერესის ორმაგი ტრიუმფი ბაქოში

აზერბაიჯანის დიდ პრიზზე, რომელიც ბაქოს ქალაქის ტრეკზე გაიმართა, სერხიო პერესმა დუბლი შეასრულა - სპრინტში ტრიუმფის შემდეგ, კვირის რბოლაც მოიგო და ჩემპიონატის ლიდერსა და მოქმედ ჩემპიონ მაქს ფერსტაპენთან ჩამორჩენა შეამცირა. ფერსტაპენი მეორე ადგილს დასჯერდა და „რედ ბულს“ დუბლი შეასრულებინა.

მექსიკელი პირველი პილოტია, ვინც ბაქოში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ეს ფორმულა 1-ში მისი მეექვსე მოგებაა. ის ახლა ფერსტაპენს, ვისაც ტაქტიკურად აჯობა, ჩემპიონატში ექვსი ქულით ჩამორჩება. სწორედ ამ ორ პილოტს აქვს (თითოეულს ორ-ორი) მოგებული სეზონის პირველი ოთხი ეტაპი.

მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა შარლ ლეკლერი, ვინც სტარტი პოულიდან აიღო. „ფერარისთვის“ ეს ამ სეზონში პირველი კვარცხლბეკია.

„ვფიქრობ, ჩვენს შორის ძალიან დაძაბული პაექრობა იყო. მაქსიმალურად გავისარჯეთ. კედელსაც კი რამდენჯერმე შევეხეთ. მაქსი მაქსიმალურად მაწვებოდა, მაგრამ მისგან ზეწოლას გავუძელი“, - განაცხადა პერესმა.

„რედ ბულის“ პილოტებმა სწრაფად ჩამოიტოვეს ლეკლერი, რომელმაც კარგი სტარტი კი აიღო, მაგრამ როგორც კი პილოტებს DRS-ის გამოყენბის უფლება მიეცათ, ფერსტაპენმა „ფერარის“ პილოტს პირველივე ცდაზე გაასწრო. ორი წრის შემდეგ, ლეკლერი პერესმაც ჩამოიტოვა.

მას შემდეგ, რაც ფერსტაპენმა პიტ სტოპი შეასრულა, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რისი მიზეზიც, ნიკ დე ფრისის ავარია გახდა. ამით ისარგებლა პერესმა და საბურავები მაშინ შეცვალა, როდესაც პელოტონი დაბალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. ამან მას თანაგუნდელთან უპირატესობა მიანიჭა. ამ მომენტით ლეკლერმაც ისარგებლა და ისევ ფერსტაპენის წინ აღმოჩნდა, მაგრამ ჩემპიონს მისი კიდევ ერთხელ გასწრება არ გასჭირვებია.

აქედან მოყოლებული, „რედ ბულის“ პილოტებმა დანარჩენები კარგა შორს მოიტოვეს. პერესმა კი თანაგუნდელს შესატევ მანძილზე მიახლოების საშუალება არ მისცა.

აზერბაიჯანის დიდი პრიზი

ბაქო, დისტანცია 306.049 კმ (6.003კმ, 51 წრე)

  1. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1:32:42.436
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) +2.137
  3. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) +21.217
  4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) +22.024
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) +45.491
  6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +46.145
  7. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) +51.617
  8. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) +74.240
  9. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +80.376
  10. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) +83.862
  11. ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) +86.501
  12. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) +88.623
  13. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) +89.729
  14. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) +91.332
  15. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) +97.794
  16. ლოგან სარჯენტი (აშშ, ულიამსი) +100.943
  17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) +1 круг
  18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) +1 круг
  19. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 15 წრე
  20. ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) 42 წრე

უსწრაფესი წრე: ჯორჯ რასელი - 1:43.320 (51-ე წრე, 209.062 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 93 ქულა; 2. სერხიო პერესი - 87; 3. ფერნანდო ალონსო - 60; 4. ლუის ჰამილტონი - 48; 5. კარლოს საინსი - 34; 6-7. შარლ ლეკლერი და ჯორჯ რასელი - 28; 8. ლანს სტროლი - 27; 9. ლანდო ნორისი - 10; 10. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 11-14. ოსკარ პიასტრი, ვალტერი ბოტასი, ესტებან ოკონი და პიერ გასლი - 4; 15-16. გუანიუ ჟოუ და 16. იუკი ცუნოდა - 2; 17-18. ალექს ელბონი და კევინ მაგნუსენი - 1.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რედ ბული - 180 ქულა; 2. ასტონ მარტინი - 87; 3. მერსედესი - 76; 4. ფერარი - 62; 5. მაკლარენი - 14; 6. ალპინი - 8; 7. ჰაასი - 7; 8. ალფა რომეო - 6; 9. ალფატაური - 2; 10. უილიამსი - 1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108782