ფეხბურთი

0:53 | 30.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის თასი ტულუზამ მოიპოვა

ცოტა ვინმე თუ მოელოდა ასეთ ანგარიშს საფრანგეთის თასის ფინალში, დაახლოებით თანაბარი მეტოქეების დუელში. „ტულუზამ“ ხუთი გოლი გაუტანა „ნანტის“ მთავარ ვარსკვლავს, მეკარე ალბან ლაფონს, ერთის წინააღმდეგ - 1:5. დუბლი მიითვალეს ლოგან კოშტამ და ტეის დალინგამ.

„ტულუზამ“ ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო.

„ტულუზა” საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილში უსაფრთხო მე-12 ადგილზეა და 41 ქულა აქვს. „იისფერები“ ვერ დაიკვეხნიან დიდი მიღწევებით. ქვეყნის თასის ფინალში მათ არასოდეს ეთამაშათ. ლიგა 1-ში კი ყველაზე მაღალი შედეგი 2006/07 წლების სეზონში მესამე ადგილი გახლდათ.

მაგრამ გასულ სეზონში მათ დამაჯერებლად მოიგეს ლიგა 2. ელიტაში დაბრუნდნენ, ცხრილის შუაში დამკვიდრდნენ და ქვეყნის თასიც მოიგეს.

მეტოქე ერთობ ტიტულიანი ჰყავდათ. „ნანტი“ საფრანგეთის რვაგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ოთხგზის მფლობელია. ტურნირის შარშანდელი გამარჯვრებული.

საფრანგეთის თასის ფინალი

29 აპრილი. სენ-დენი. „სტად დე ფრანსი“

ნანტი - ტულუზა 1:5

0:1, 0:2 ლოგან კოშტა (4, 10), 0:3, 0:4 დალინგა (23, 31), 1:4 ბლიასი (75 პენ), 1:5 აბუჰლიალი (79)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.082985