ფეხბურთი

0:11 | 25.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ „გრენობლი“ 3:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი 30 დეკემბრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.

დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთიც ითამაშა. ზურიკო აქტიურობდა, რამდენიმე საგოლე მომენტიც ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა, მაგრამ 57-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გატანა მაინც მოახერხა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. 22 წლის ფეხბურთელს მერე დუბლის კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა მცირედით არაზუსტად დაარტყა.

როგორც ვთქვით, წელს პირველი გოლი გაიტანა, სეზონში კი მეოთხე (26 მატჩში), ეს საფრანგეთის თასის ჩათვლით, კონკრეტულად ლიგა 2-ში კი ზურიკოს აქტივში 24 თამაშში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.

„ბორდომ“ ამ გამარჯვებით გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ გადაასწრო და მეორე ადგილზე 59 ქულით დაბრუნდა, ხოლო მომდევნო ტურში 29 აპრილს, „ვალანსიენს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113773