ფეხბურთი

1:10 | 18.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი: "კვარაცხელია ჩვენი გმირია, "მილანთან" გამარჯვებას ვუსურვებ" (+VIDEO)

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნეაპოლშია, სადაც „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩს დაესწრება. ქართველ მებრძოლთან მცირე ინტერვიუ Sportitalia-მ ჩაწერა, სადაც მერაბმა ცხადია ხვიჩას შესახებ ისაუბრა.

„ის ჩვენი გმირია და მას მხარს ვუჭერთ. ხვიჩათი ვამაყობთ, მე აშშ-დან ჩამოვედი მის საგულშემატკივროდ. ხვალ მნიშვნელოვანი თამაშია მისთვის და „ნაპოლისთვის“, საუკეთესოს ვუსურვებ, ვუსურვებ, რომ „ნაპოლიმ“ „მილანთან“ გაიმარჯვოს. დიახ, ჩემს წონაში პირველი ნომერი ვარ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ხვიჩა თავის სპორტში პირველი ნომერია და ბედნიერი ვარ მის გამო, ჩვენ ის გვიყვარს, მხარს ვუჭერთ და ამიტომ ვარ აქ. ნეაპოლში პირველად ვარ და ძალიან მომწონს, შესანიშნავი ქალაქია, სასიამოვნო ხალხით, აქაურობა თბილისს ჰგავს“, - თქვა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი 18 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098162