კალათბურთი

11:39 | 15.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

ევროლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა. შედეგად, გაირკვა რვავე გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი-ოფში გააგრძელებენ ბრძოლას.

მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს „ოლიმპიაკოსმა“, „ბარსელონამ“, „რეალმა“, „მონაკომ“, „მაკაბიმ“, „პარტიზანმა“, „ჟალგირისმა“ და „ფენერბაჰჩემ“.

ბოლო საგზური „ჟალგირისსა“ და „ბასკონიას“ შორის გათამაშდა. ლიეტუველებმა ბოლო ტურში „ბაიერნს“ მოუგეს, ხოლო ესპანელები „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდნენ. ამრიგად, „ჟალგირისმა“ „ბასკონიას“ ერთი მოგებით აჯობა.

მეოთხედფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

„ოლიმპიაკოსი“ – „ფენერბაჰჩე“

„მონაკო“ – „მაკაბი“

„რეალი“ – „პარტიზანი“

„ბარსელონა“ – „ჟალგირისი“

თეგებიევროლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06404