სხვა

17:22 | 5.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფარიკაობაში პოლონეთმა მსოფლიო თასის ეტაპი რუსეთის და ბელარუსის მონაწილეობის გამო გააუქმა

21-23 აპრილს პოზნანში ფარიკაობის მსოფლიო თასის ეტაპი უნდა გამართულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუს მოფარიკავეებს შეჯიბრზე დასწრების უფლება მისცეს, პოლონეთმა აღნიშნული ტურნირი გააუქმა.



პოზნანის მსოფლიო თასის ეტაპი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპად მიიჩნეოდა, თუმცა ის აღნიშნული მიზეზის გამო აღარ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მათ ტურნირებში მიიღებდნენ მონაწილეობას, რასაც 300-მდე მოფარიკავე ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერით შეეწინააღმდეგა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი წელს ასევე უმასპინძლებს რიგით მე-3 ევროპულ თამაშებს, სადაც რუსები და ბელარუსები მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

თეგებიფარიკაობა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.054599