ძიუდო

20:03 | 2.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ანტალიის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა

ანტალიის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებისთვის უმედლოდ დასრულდა. ბრინჯაოს შანსი ლევან მატიაშვილს ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა წააგო.

+100 კგ წონით კატეგორიაში მატიაშვილმა ალჟირელი ელ მეჰდი მოჰამედ ლილი, ბრაზილიელი რაფაელ სილვა, გერმანელი იონას შრეიბერი და რუმინელი ბლადუც სიმიონესკუ დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ნიდერლანდელ იელე სნიპესთან წააგო და ფინალს მიღმა დარჩა, ბრინჯაოს მედლისთვის კი ქართველი ძიუდოისტი სამხრეთკორეელ ვოოჰიეოკ სონს გაეჯიბრა, რომელთანაც სამი გაფრთხილებით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით და 8 ძიუდოისტით წარსდგა, მაგრამ მედლის მოპოვება ვერავინ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120631