ფეხბურთი

17:53 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ“ “ელ კლასიკოში“ სათამაშოდ ახალი დიზაინის ფორმა ოფიციალურად წარადგინა

ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში კატალონიის „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „რეალ მადრიდს“ დაუპირისპირდება. ამ შეხვედრას კატალონიელები სპეციალური ფორმით ითამაშებენ.



როგორც მოგეხსენებათ, „Spotify“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მუსიკალური სტრიმინგ პლატფორმაა, რომელშიც უამრავი ცნობილი, თუ არაცნობილი მომღერლის ნამუშევრებია შესული. „ბარსელონასა“ და შვედურ კომპანიას შორის დადებული ურთიერთშეთანხმების მიხედვით, კატალონიელებს რამდენიმე მატჩში ცნობილი მომღერლების სიმბოლოს გამოსახულებიანი მაისურებით უნდა ეთამაშათ.

ამჯერად, პრინციპული დაპირისპირების წინ გაირკვა, რომ „ბარსას" მაისურზე კატალონიელი მიმღერლის, როსალია ვილა ტობელიას ლოგო იქნება გამოსახული. მომღერალს 2 გრემის და 8 ლათინოამერიკული გრემის ჯილდო აქვს მოგებული.



ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „ბარსელონამ“ უკვე ითამაშა ერთი ელ კლასიკო ბუს გამოსახულებიანი მაისურით, რომელიც კანადელი რეპერის, დრეიკის ლოგოა, ამჯერად კი მთავარი სპონსორის ადგილს სწორედ კატალონიელი გოგონას ლოგო ჩაანაცვლებს.

„ბარსელონასა“ და „რეალ მადრიდის“ შეხვედრა ლა ლიგის ეგიდით 19 მარტს, 23:55 წუთზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109611