ფეხბურთი

17:59 | 14.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ადანი: "კვარაცხელია აღმოსავლეთის ბესტია, ახლა მისნაირი მხოლოდ ვინისიუსია"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ ხვიჩა კვარაცხელიას აღმოსავლეთის ჯორჯ ბესტი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, დღეისთვის კვარას დონეზე გარემარბებში მხოლოდ ვინისიუს ჟუნიორია.

„ხვიჩა კვარაცხელია ჯორჯ ბესტს ძალიან ჰგავს, ის აღმოსავლეთის ჯორჯ ბესტია. მას საერთოდ არ უჭირს ორმაგი მეურვეობის ქვეშ თამაში, მსოფლიოში ამჟამად მხოლოდ ვინისიუსია კვარაცხელიას მსგავსი“, - თქვა ადანიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116464