ფეხბურთი

23:34 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

“რეიმსმა“ კვლავ მოიგო და უკვე 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს

საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში „რეიმსი“ რომელსაც ევროპის TOP 5 ლიგაში ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია აქვს, „მონაკოს“ ესტუმრა და 0:1 დაამარცხა.



შეხვედრის სტარტზე უპირატესობა სტუმრებმა იგდეს ხელთ, თუმცა პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ინიციატივა მონეგასკებმა გადაიბირეს. რამდენიმე მომენტის მიუხედავად, პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

„რეიმსმა“ მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და 51-ე წუთზე გუნდის ბომბარდირმა, ფოლარინ ბალოგუნმა სტუმრები დააწინაურა. გაშვებულმა გოლმა „მონაკო“ გამოაფხიზლა და შეტევაზე გადაიყვანა, რამაც დაცვაში სივრცეები დატოვა, თუმცა „რეიმსმა“ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, შეხვედრა მაინც სტუმრების გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.

„რეიმსს“ უკვე 19 მატჩია ჩემპიონატში არ წაუგია, რაც ევროპის TOP 5 ლიგაში ყველაზე გრძელი სერიაა. შეგახსენებთ, რომ მათი მწვრთნელი, უილ სთილი მხოლოდ 30 წლისაა. მან სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო თამაშ Football Manager-იდან დაიწყო და ჯერ კიდევ არ აქვს UEFA-ს პრო კატეგორიის ლიცენზია, რის გამოც მისი გუნდი ყველა თამაშის შემდგომ 22 000-ით ჯარიმდება.

საინტერესოა, რომ ასეთი სვლის მიუხედავად, „რეიმსს“ 43 ქულა აქვს და მხოლოდ მე-8 პოზიციაზე იმყოფება. სთილის გუნდს მომდევნო შეხვედრაც საკმაოდ რთული ელოდება. ისინი 19 მარტს „მარსელს“ შეხვდებიან. „მონაკოს“ კი 51 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127285