ფეხბურთი

16:20 | 27.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ რობერტ ლევანდოვსკი დაუშავდა

ცოტა ხნის წინ კატალონიის „ბარსელონამ“ ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ რობერტ ლევანდოვსკი დაშავებულია და ის საწვრთნელ პროცესში ვერ იღებს მონაწილეობას.



კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, პოლონელ შემტებს მარცხენა ბარძაყის დაჭიმულობა აქვს და ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად უნცობია ის, თუ როდის გამოჯანმრთელდება ლევანდოვსკი, თუმცა ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის დაახლოებით ორ კვირას, შესაბამისად „ელ კლასიკოსაც“ გამოტოვებს.

სავარაუდოდ, პოლონელმა შემტევმა დაზიანება გუშინ, „ალმერიასთან“ გასამართი მატჩის დროს მიიღო, რომელიც „ბარსელონამ“ მინიმალური ანგარიშით, 0:1 წააგო. კატალონიურ კლუბს რამდენიმე კვირით პედრიც გამოაკლდა. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა შემტევები არც თუ ის კარგ ფორმაში იმყოფებიან, ლევანდოვსკის ტრავმა „ბლაუგრანასთვის“ სერიოზული დანაკარგია.

მიმდინარე სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ „ბარსელონას“ მაისურით 31 მატჩი ჩაატარა და 25 გოლის გატანა მოახერხა. მან ლა ლიგის მატჩები ცოტა ხნის წინ, დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.0623