ფეხბურთი

21:00 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნანტის" მწვრთნელი: "იუვენტუსი" ჩვენთან თუ წააგებს, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება"

„ნანტის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტუან კამბუარემ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ისტორიის დაწერა და მომდევნო ეტაპზე გასვლა სურთ.

„გვინდა ისეთი რამ გავაკეთოთ, რაც აქ, ნანტში არასდროს უნახავთ: დავამარცხოთ და ასპარეზობას გამოვთიშოთ იტალიური გუნდი. დი მარია? „იუვეს“ ყველა მოთამაშე საუკეთესოთა შორისაა, იმედი მაქვს, რომ ხვალ არც ისე კარგად ითამაშებს. „იუვე“ ჩვენთან თუ წააგებს, თავს სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებს“, - აღნიშნა კამბუარემ.

შეგახსენებთ, რომ „ნანტისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება. პირველი შეხვედრა ტურინში, ფრედ 1:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061215