ჩოგბურთი

17:18 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაკენზი მაკდონალდი: “ჩემთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, ისევ უნდა გავაგრძელო მუშაობა“

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში, ამერიკელმა მაკენზი მაკდონალდმა მოულოდნელად ესპანელი რაფაელ ნადალი 3 სეტში დაამარცხა, მატჩის შემდგომ კი მან ამ საოცარი მიღწევის შესახებ კომენტარი გააკეთა



„გასახდელში ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ეს ნამდვილად დიდი მოვლენა იყო ჩემთვის, რადგან ასეთი კალიბრის მქონე ჩოგბურთელმა ვერ დამამარცხა. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. ისე უნდა გავაგრძელო მუშაობა, როგორც აქამდე. ვფიქრობ, მწვრთნელთან ერთად საკმაოდ კარგად ვმუშაობ“

„კორტზეც ვგრძნობდი, რომ ამ თამაშიდან შეიძლებოდა რაიმე მესწავლა. მადლიერი ვარ, რომ იმ კორტზე ასეთი დიდი მოთამაშის წინააღმდეგ მომიწია თამაში და ვგრძნობ, რომ აქედან ბევრს ვისწავლი“ - განაცხადა მაკდონალდმა.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა 2:26 საათიან დაპირისპირებაში 4:6, 4:6, 5:7 დაამარცხა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ესპანელი და 1/16 ფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც იაპონელ იოშიტო ნიშიოკას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.072508