ჩოგბურთი

10:40 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობას მეორე წრეში გამოეთიშა

პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა ავსტრალიის ღია პირველობაზე. ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი რაფაელ ნადალი ამერიკელ მაკენზი მაკდონალდთან 0:3 დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.



ესპანელი ჩოგბურთელი ამერიკელ მეტოქესთან 2:26 საათიან დაპირისპირებაში 4:6, 4:6, 5:7 დამარცხდა. ამერიკელმა ესპანელი ძირითადად ეისებითა და მეორე ჩაწოდებაზე მოპოვებული ბურთებით დაჯაბნა. რაფა ნადალს მატჩში 31 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

დღევანდელი მოგების შემდეგ, მაკენზი მაკდონალდი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც ჩეხ დალიბორ სვრცინასა და იაპონელ იოშიტო ნიშიოკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063162