ჩოგბურთი

1:45 | 17.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა მელბურნში ტიტულის დაცვა დაიწყო

მოქმედმა ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონის წოდების დაცვა წარმატებით დაიწყო - პირველ წრეში 7-5, 2-6, 6-4, 6-1 დაამარცხა ამომავალი ვარსკვლავი, ბრიტანელი ჯეკ დრეიპერი.

ცაციების შეხვედრა ბრიტანელმა შესანიშნავად ჩაატარა და ჩემპიონს ოფლი დააღვრევინა. მან მეორე სეტის მოგებაც კი შეძლო. მაგრამ შემდეგ 21 წლის ჩოგბურთელს კუნთი დაეჭიმა, რამაც მის თამაშზე უარყოფითად იმოქმედა.

ნადალი საუკეთესო ფორმაში არაა. სხვა თუ არაფერი, შარშანდელი აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, მხოლოდ ერთი თამაში აქვს მოგებული. ავსტრალიის ღიას შარშანდელ ფინალში, დანიილ მედვედევთან ის ორი სეტით უკან იყო, მაგრამ ჩამორჩენაც აღმოფხვრა და ამ ტურნირის ტიტულს მეორედ დაეუფლა.

„მე გამარჯვება მჭირდებოდა და სულერთია, ამას რა გზით მივაღწევდი. ვიცოდი, რომ თამაშის დროს, პრობლემები მექნებოდა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც გამარჯვების ზოლზე არ ხარ“, - განაცხადა 36 წლის ესპანელმა.

პირველ სეტში კურიოზული ამბავი მოხდა - ადგილების გაცვლისას, ნადალმა აღმოაჩინა, რომ ბურთის მიმწოდებელმა ბიჭმა ჩოგანი აწაპნა. ესპანელმა მსაჯს მოსთხოვა, რომ მისთვის ჩოგანი დაებრუნებინათ. სათადარიგო ჩოგნით თამაშისას, მომდევნო გეიმში ბრეიკ პოინტი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, ჩოგანი დაუბრუნეს.

მოკლედ, ნადალმა თავისი 46 შეცდმა „გადახარშა“ და რეიტინგში 38-ე ადგილზე მყოფი მეტოქე ჩამოიშორა. მეორე წრეში მას ამერიკელი მაკკენზი მაკდონალდი დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061467