ფეხბურთი

23:12 | 7.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ბექჰემის ვაჟმა პრემიერლიგის გუნდთან გააფორმა კონტრაქტი

დევიდ ბექჰემის ვაჟმა, რომეო ბექჰემმა პრემიერლიგურ „ბრენტფორდთან“ გააფორმა კონტრაქტი. უმცროსი ბექჰემი ინგლისურ გუნდს მამამისის კლუბ „ინტერ მაიამიდან“ იჯარით შეუერთდა.



„ბრენტფორდმა“ დაადასტურა, რომ რომეო თავდაპირველად, მეორე გუნდში ითამაშებს, თუმცა თავის გამოჩენის შემთხვევაში შესაძლოა ის პირველ გუნდშიც დააწინაურონ.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ აქ ვარ. აშშ-ში საკმაოდ კარგი სეზონი გვქონდა, ბევრი წარმატებაც და წარუმატებლობაც, თუმცა ახლა ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ აქ თამაშს. როდესაც „ბრენტფორდს“, როგორც კლუბს შეხედავ დაინახავ, რომ ეს ძალიან მზარდი გუნდია და აქ ყოფნით ძალიან მადლიერი ვარ“ - განაცხადა უმცროსმა ბექჰემმა.

რომეო ბექჰემმა გასულ სეზონში „ინტერ მაიამის“ მეორე გუნდის რიგებში 26 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108957